ფეხბურთი

19:17 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მხარდაჭერა ჯორჯ ფლოიდს - "ლივერპულის" ფეხბურთელების ლამაზი ჟესტი

არამარტო აშშ, არამედ საფეხბურთო სამყაროც ჯორჯ ფლოიდის გამო გაერთიანდა. ბუნდესლიგაში რამდენიმე ლამაზი ჟესტის შემდეგ, ამჯერად „ლივერპულმაც“ გამოხატა პროტესტი მინეაპოლისში მომხდარი ფაქტის გამო.

„წითლების“ ფეხბურთელებმა „ენფილდ როუდის“ მოედნის ცენტრში წრე შეკრეს და მუხლი მოიყარეს.

შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდი რამდენი დღის წინ პოლიციელმა მინეაპოლისში მოკლა, რამაც ქვეყანაში საპორტესტო აქციები გამოიწვია და პოლიციის შენობაც დაწვეს.

0.130115