ფეხბურთი

19:50 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილის ბრწყინვალე საგოლე პასი "შახტართან" (+VIDEO)

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგა უმაყურებლოდ განახლდა და რესტარტისთანავე სუპერმატჩი შედგა, დონეცკის „შახტარსა“ და კიევის „დინამოს“ შორის.

დონბასელთა რიგებში სათადარიგო სკამზე დარჩა დავით ხოჭოლავა, რომელიც ამხანაგურ მატჩებში კარგად ირჯებოდა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელისგან ნდობა მაინც ვერ მიიღო.

კიეველთა შემადგენლობაში კი გიორგი წიტაიშვილმა 76 წუთი ითამაშა და 38-ე წუთზე გენიალური საგოლე პასი შეასრულა. ქართული წარმოშობის შემტევმა ვიქტორ ბუიალსკის გონივრული გადაცემა გაუკეთა და დონეცკელთა დაცვა უსაქმოდ დატოვა. მიუხედავად ამისა, „შახტარმა“ გაცილებით კარგად ჩაატარა თამაში და დამაჯერებლად 3:1 მოიგო.

„მეშახტეებს“ უკვე 62 ქულა გაუხდათ, ხოლო „დინამოს“ ისტორიაში ერთ-ერთი წარუმატებელი სეზონი აქვს, 46 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129988