ფეხბურთი

16:58 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილმა სეზონი "კორონასთან" საგოლე პასით განაახლა (+VIDEO)

განახლებულ პოლონეთის ექსტრაკალასას 27-ე ტურში გიორგი მერებაშვილის „ვისლამ“ კელცეს „კორონას“ უმასპინძლა და როგორც მთელი მსოფლიოა კორონავირუსთან უძლური, ისე დაემართა, 1:4 განადგურდა.

თუმცა, პლოცკელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო, მე-14 წუთზე გიორგი მერებაშვილის ფლანგური გადაცემა 17 წლის დავიდ კოჩილამ დაგავირგვინა და ანგარიში გახსნა. ამის შემდგომ ვითარებას სრულად სტუმრები აკონტროლებდნენ და დამაჯერებლად იმარჯვეს.

მერებაშვილის „ვისლა“ 27 ტურის თავზე 36 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122411