ფეხბურთი

15:01 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რაც აქ ვნახე, აფრიკაშიც არ ხდება!" - ლევან კუტალია იმედგაცრუებულია და ფიფაში ჩივილს აპირებს

საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია უგუნდოდ დარჩა. მას შემდეგ, რაც პავლოდარის „ირტიში“ ჩემპიონატიდან ფინანსური კრიზისის გამო მოიხსნა, ფეხბურთელებს კონტრაქტებიც გაუწყდათ.

კუტალიას Sports.kz ესაუბრა და ქართველმა აღნიშნულ გამოცემას უთხრა, რომ ოთხი თვეა ხელფასი არ აუღია, ამიტომ ფიფაში ჩივილს აპირებს. ლევანის განცხადებით, ასეთი რამ აფრიკაშიც არ ხდება.

- ლევან, „ირტიშში“ ხელფასი საერთოდ არ მიგიღიათ?

- იანვრის თვის ხელფასი გადამიხადეს, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კი ფეხბურთელები საერთოდ არაფერს იღებდნენ.

- ახლა რას აპირებთ?

- საჩივარს შევიტანთ და კუთვნილ ფულს ფიფას საშუალებით დავიბრუნებთ.

- ყაზახეთში დარჩენის ვარიანტი გაქვთ თუ საერთოდ აგიცრუვდათ გული ჩვენს ქვეყანაზე?

- ამ კლუბით ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედი, გუნდის დასახმარებლად, მაგრამ რაც აქ ვნახე, აფრიკაშიც არ ხდება. კლუბს არაფერი ჰქონდა, არამხოლოდ ფული. „ირტიშში“ ყოფნა ჩემი კარიერისთვის ცუდი აღმოჩნდა. თუმცა, ეს უკვე ჩავლილია, რა თქმა უნდა, მსურს ყაზახეთში დარჩენა თუ კარგი ვარიანტი გამოჩნდება. 15 ივნისამდე დაველოდები თუ ვინმეს ენდომება ჩემი აყვანა. სამწუხაროდ ამ დროისთვის საქართველოში ფრენები არაა, ასე, რომ ყაზახეთში ვარ 15 ივნისამდე და ვიმედვნებ, რომ ვარიანტი გამოჩნდება.

- როგორ შეაფასებთ თქვენს ორ თამაშს ყაზახეთის პრემიერლიგაში, ვერგატანილ პენალტს, ეს ადრე ხშირად მომხდარა თქვენს კარიერაში?

- არა, პენალტი მხოლოდ მეორედ ვერ გავიტანე, მაგრამ ეს ძალიან მცირეა, მესი და რონალდუც ვერ ახერხებენ გატანას, ეს არის ფეხბურთი.

- „ირტიში“ ისტორიული კლუბია, საქართველოში გაიხსენებთ, როდესაც გუნდი სეზონის მიმდინარეობისას ჩამოშორდა ჩემპიონატს?

- დიახ, „ირტიში“ ისტორიული გუნდია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ მეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ მათ ეს ვერ დააფასეს და არ აღელვებთ. ასეთ შემთხვევას საქართველოში ვერ გავიხსენებ.

- როგორ გაატარეთ პავლოდარში კარანტინი? გაეცანით ქალაქს?

- ქალაქი ნორმალურია, კარანტინში დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი, პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ფორმაში ყოფნა მჭირდება.

- „ირტიშის“ ყველა ფეხბურთელი აპირებს ფიფაში ჩივილს?

- არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად უნდა მივმართო ფიფას და ჩემი თანხის მიღება მსურს. ასევე მინდა, რომ რაც შეიძლება მალე ახალი გუნდი ვიპოვო.

აქვე შეგახსენებთ, კუტალია „ირტიშში“ მიმდინარე წლის დასაწყისში „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და 2 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

0.123334