ფეხბურთი

22:29 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვარჯიში და დომინაცია - "ბაიერნი" ბუნდესლიგაში დაუნდობელია

გერმანიის ბუნდესლიგა ფინიშის ხაზს უახლოვდება, „ბაიერნი“ ზედიზედ მერვე - „ვერცხლის სინს“. „რეკორდმაისტერი“ ფანტასტიკურ ფორმაშია და ამას თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა 29-ე ტურში დიუსელდორფის „ფორტუნას“ უმასპინძლა და კარგი ღია ვარჯიში გამოუვიდა. 52-ე წუთისთვის მიუნხენელთა უპირტესობა უკვე ხუთბურთიანი იყო და დარჩენილ დროში დიპლომატია გაიხსენეს, მეტოქე დაინდეს და „მოკრძალებულ“ 5:0-ს დასჯირდნენ, თორემ ეჭვი არავის ეპარება, რომ კიდევ შეეძლოთ გოლების გატანა.

„ბაიერნმა“ „დორტმუნდთან“ 10-ქულიანი უპირატესობა შეიქმნა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, მიუნხენური გიგანტის ჩემპიონობა მხოლოდ დროის ამბავია.

სეზონის რესტარტს საშინელ დღეში შეხვდა გელზენკირხენის „შალკე“. პუაზამდე „ხუმარები“ ევროზონაში მოხვედრაზე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებდნენ, მაგრამ ახლა ისეთ ვაი-ვაგლახ მდგომარეობაში არიან, ევროთასებს ვინღა დაეძებს, გასავარდნი ზონა უფრო ახლოსაა. „შალკემ“ ზედიზედ მეოთხედ წააგო, ამჯერად შინ გასავარდნ ზონაში მყოფ „ვერდერთან“ და უქულოდ დარჩა. ამასობაში, „ველტინს არენა“ ცარიელია გასაგები მიზეზების გამო, თორემ ტრიბუნები სავსე რომ იყოს, „ხუმარებს“ სახუმაროდ საქმე არ ექნებოდათ, დიდი ობსტრუქციაც არ ასცდებოდათ.

„ჰოფენჰაიმმა“ სტუმრად „მაინცს“ აჯობა და ევროპა ლიგის ზონას მიუახლოვდა, ხოლო „ჰერტამ“ მნიშვნელოვანი გამაჯრვება იზეიმა საკუთარ მოედანზე „აუგსბურგთან“.

„ჰერტა“ – „აუგსბურგი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დილორსუნი (23), 2:0 პიონტეკი (90)

„შალკე“ – „ვერდერი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბიტენკურტი (32)

„მაინცი“ – „ჰოფენჰაიმი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ცუბერი (27, პენ)

„ვოლფსბურგი“ – „აინტრახტი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ანდრე სილვა (27, პენ), 1:1 მბაბუ (58), 1:2 კამადა (85)

„ბაიერნი“ – „ფორტუნა“ 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 იორგენსენი (15, ა.გ), 2:0 პავარი (29), 3:0 ლევანდოვსკი (43), 4:0 ლევანდოვსკი (50), 5:0 დევისი (52)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138807