კალათბურთი

17:16 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკოტი პიპენი: "კობი ჯორდანზე უკეთესი კალათბურთელი იყო"

„ჩიკაგო ბულსის“ ყოფილმა კალათბურთელმა სკოტი პიპენმა, რომელსაც მაიკლ ჯორდანთან ერთად უთამაშია, განაცხადა, რომ კობი ბრაიანტი უფრო ძლიერი იყო.

პიპენმა დაასაბუთა კიდეც თუ რატომ სჯობდა აწ გარდაცვლილი კობი ლეგენდარულ ჯორდანს.

„კობი ბრაიანტი ძალიან ბევრს შრომობდა, რომ მაიკლ ჯორდანის მსგავსი ყოფილიყო და საშუალო სკოლიდან პირდაპირ NBA-ში მოხვდა, მას არ დასჭირვებია მანამდე ჩრდილოეთ კაროლინაში წასვლა და არც ისეთი მწვრთნელი ჰყოლია, როგორიც დინ სმითია.

საბოლოოდ, კობიმ მიაღწია წარმატებას. ასე რომ, როდესაც მის ვიდეოებს ვუყურებ, ვამბობ: „ღმერთო ჩემო, კობი მაიკლზე მაგარი იყო“. გარდა ამისა, ბრაიანტი ძალიან ჭკვიანიც გახლდათ, საუკეთესო იყო NBA-ში მოიგო ოსკარიც მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და იყო ავტორი ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნისა“, - თქვა პიპენმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110525