ფეხბურთი

1:52 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შალკე" უფსკრულში და "ლაიფციგის" სადარდებელი

გერმანიის ბუნდესლიგა ნელ-ნელა ხურდება და თან დასასრულსაც უახლოვდება. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ალემიანიაში უკვე სამი ტური მოილიეს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჩემპიონო ინტრიგა მოკვდა.

ეს ჯერ კიდევ გუშინ, „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ რომ აჯობა, მაგრამ „ლაიფციგს“ „ჰერტასთან“ გამარჯვებით კიდევ შეეძლო იოტისოდენა იმედი დაეტოვებინა. ესეც არ მოხერხდა, რადგან „რედ ბულმა“ შინ ბერლინელებს ვერაფერი დააკლო, ჯერ აგებდა, მერე იგებდა და ბოლოს ფრეს დასჯერდა. დაკარგული ორი ქულის შემდეგ „რეკორდმაისტერთან“ ჩამორჩენა 9 ქულა გახდა და ცხადია, „ვერცხლის სინზე“ ოცნება წარსულს ჩაბარდა. ახლა „ლაიფციგის“ ერთადერთი მთავარი საზრუნავი ოთხეულში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ორქულიანი ჰანდიკაპი გააჩნია.

რაც სეზონი განახლდა გელზენკირხენის „შალკე“ საშინლად თამაშობს. ზედიზედ სამი წაგება და უკვე მეცხრე ადგილამდე დაქვეითება. „ხუმარებს“ პაუზამდე ევროთასებზე გასვლის იმედი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ეს იმედი პრაქტიკულად აღარ არსებობს, რადგან ჩამორჩენა 5 ქულას შეადგენს და რაც მთავარია, გუნდის სათამაშო ფორმა კრიტიკულია. „შალკემ“ ამჯერად „ფორტუნასთან“ წააგო, რომელსაც პლეი-აუტის ზონიდან ამოსვლის დიდი შანსი გაუჩნდა.

საპასუხოდ „ჰოფენჰაიმმა“ „კიოლნს“ აჯობა და ევროპა ლიგის ზონას მიუახლოვდა. ტურის კიდევ ორი თამაში ისე დასრულდა, რომ გამარჯვებული არ გამოვლენილა.

„ლაიფციგი“ – „ჰერტა“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 გრუიჩი (9), 1:1 კლოსტერმანი (24), 2:1 შიკი (68), 2:2 პიონტეკი (82, პენ)

„აუგსბურგი“ – „პადერბორნი“ 0:0 (0:0)

„ფორტუნა“ – „შალკე“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 მაკკეინი (53), 1:1 ჰენინგსი (63), 2:1 კარამანი (68)

„ჰოფენჰაიმი“ – „კიოლნი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბაუმგარტლინგერი (11), 2:0 ბაუმგარტლინგერი(46), 3:0 ცუბერი (48), 3:1 კაინცი (60)

„უნიონი“ – „მაინცი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბაკუ (13), 1:1 ინგვარტსენი (33)

თეგებიბუნდესლიგა
0.147656