კალათბურთი

15:48 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი სუპერლიგის გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

სუპერლიგის მომდევნო 2020-2021 წლების სეზონში ტიტების მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი, ასევე გახლავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ასისტენტი.

მანუჩარმა თავის შთამბეჭდავი კარიერა ქრონიკული ტრავმების გამო ორი წლის წინ დაასრულა.

წლევანდელ სეზონში კი ნაკრებთან ერთად, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო სტაფში გახლდათ.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას „მანუმ“ ოთხი ევრობასკეტი ითამაშა, ჯამში კი 52 შეხვედრა მოუგროვდა.
ეროვნული გუნდის მაისურით.

ს.კ "ტიტების" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109913