ფეხბურთი

0:09 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთში სეზონი განახლდა, ვაკო გვილიამ პირველივე მატჩში გაიტანა (+VIDEO)

პოლონეთში კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი პაუზა დასრულდა და 2019-2020 წლების სეზონი განახლდა. ვარშავის „ლეგიას“ ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ კი პირველივე მატჩში გოლი გაიტანა.

პოლონეთის თასის მეოთხედფინალში „ლეგიამ“ სტუმრად „ლეგნიცას“ 2:1 აჯობა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ვაკომ 77-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მე-17 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით ანგარიშის გახსნა მოახერხა. „ვაკოს გოლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე“, - წერს „ლეგიას“ ტვიტერი.

გვილიამ მიმდინარე სეზონში "ლეგიას" მაისურით უკვე მეშვიდე გოლი გაიტანა (ოთხჯერ ექსტრაკლასაში, ორჯერ თასზე და ერთხელ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე). პოლონეთის ჩემპიოატი კი დამდეგ უიქ-ენდზე განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137869