ფეხბურთი

17:02 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: "ერთა ლიგის თარიღზე ჯერჯერობით უეფაც არაა ჩამოყალიბებული"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემა „ტაიმ აუტში“ ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

როგორც კობიაშვილმა განაცხადა, მარტივი არ ყოფილა მოლაპარაკებები, რადგნ 3 თვის განმავლობაში ვაისი უხელფასოდ დარჩა.

„ვერ ვიტყოდი, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება მარტივი იყო, იქედან გამომდინარე, რომ მარტის ბოლო ძველი კონტრაქტი ამოიწურა და ახალი ხელშეკრულება ძალაში 1 ივლისიდან შევა, ამიტომ 3 თვე უხელფასოდ მოუწია ყოფნა. თუმცა, რასაკვირიველია დასაფასებელია, რომ დაგვთანხდა და გვიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. რეალურად, ჯერჯერობით არავინ არ იცის, როდის გაიმართება ერთა ლიგის მატჩები და ამიტომ, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება რთული იყო ორივე მხარისთვის. ამჟამად, ხელშეკრულება ძალაში წლის ბოლომდე იქნება“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

გარდა ამისა, სფფ-ს ხელმძღვანელმა კომენტარი ერთა ლიგის ჩატარების თარიღზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უეფაც არ არის ჩამოყალიბებული როდის გაიმართება თამაში.

„უეფას აღმასკომი 17 ივნისისთვის გადაიდო და ეს ნიშნავს იმას, რომ უეფაც ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელია კალენდარზე, ელოდება სხვადასხვა ქვეყნებში რა ვითარება იქნება. დიდი ალბათობით, მატჩები ოქტომბრის თვეში იქნება, მაგრამ უეფა განიხილავს რამდენიმე ვარიანტსაც. თუმცა, ვარიანტი, რომელზეც უეფა მუშაობს, 6 დღეში სამი მატჩის ჩატარება, დიდად არ მოგვწონს, სხვა ალტერნატივა შევთავაზეთ, მაგრამ არ ვიცით, რამდენად წამოვლენ ამ წინადადებაზე“, - დასძინა კობიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119598