თამაშგარე

12:16 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელი მოდელი ორ კლუბს შორის

შავტუხა ბრაზილიელი მოდელი ანა ფლავიო სანტოსი აქამდე საფეხბურთო კლუბ “ფლუმინენსეს“ ქომაგად ითვლებოდა და ამ კლუბის საქომაგოდ ყელმოღერებულიც არაერთხელ უნახავთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა გულშემატკივრობის ამბავში ეს გოგო მაინცდამაინც თანმიმდევრული არ ყოფილა, რაც ცოტა არ იყოს უცნაური ამბავია.

ბევრ ამბებს რომ არ მივედ-მოვედოთ ამ სამი დღის წინ, სენიორიტა ანამ განაცხადა, რომ ჩემი გული არა ბეჩავ “ფლუმინენსეს“, არამედ ამ კლუბის მარადიულ მეტოქესა და მომტერნეს - “ფლამენგოს“ ეკუთვნის და ის დღე დაიწვას, როდესაც მაინცდამაინც “ფლუს“ ქომაგად და თაყვანისმცემლად გამომაცხადესო.

ანა ფლავიო სანტოსისთვის ცხადია არც ერთი გუნდის ქომაგობა დაუძალებიათ და ორივე შემთხვევაში თავად გააკეთა არჩევანი. მაგრამ როგორც ჩანს ამჯერადაც საქმე ერთგვარ საოჯახო ტრადიციასთან გვაქვს, როდესაც ოჯახი მუდამ ერთ კლუბს ქომაგობს და შენიანებისათვის ხათრის გაუტეხელობა ათას უცნაურ სისულელეს გალაპარაკებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142025