ფეხბურთი

22:56 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა - ლიდერები ბრწყინვალე ფორმაში არიან

გერმანიის ბუნდესლიგის განახლებულ სეზონს მიუნხენის „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ ჩინებულ ფორმაში შეხვდნენ. ვერცხლის სინისთვის მებრძოლი გუნდებისთვის წინა ტურიც წარმატებული გამოდგა და ამჯერადაც ადვილად მოიპოვეს მორიგი ქულები.

დღის დასკვნით შეხვედრაში „ბაიერნმა“ ცარიელ „ალიანც არენაზე“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და საკმაოდ ადვილად მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე გადაწყვეტილი იყო, რადგან „რეკორდმაისტერს“ სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. მართალია, ფრანკფურტელებმა მარტინ ჰინტერეგერის დუბლით თამაში დაძაბეს, მაგრამ ცოტა ხნით, მალევე მასპინძლებმა უპირატესობა დაიბრუნეს და საბოლოოდ მარტივად, 5:2 იმარჯვეს.

პრობლემები არც „ბაიერნის“ მთავარ კონკურენტ „დორტმუნდს“ ჰქონია, რომლის რიგებში ერლინგ ჰოლანდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ ამას მისი გუნდი არ შეუფერხებია და „ვოლფსბურგს“ გერეიროსა და ჰაკიმის გოლებით დამაჯერებლად სძლია.

შედეგად, „ბაიერნსა“ და „დორტმუნდს“ შორის ვითარება XXVII ტურის მერეც უცვლელი დარჩა და მიუნხენელები 4-ქულიან უპირატესობას ფლობენ.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ბრემენის „ვერდერის“ ნანატრი და ჰაერივიტ საჭირო გამარჯვება, სტუმრად „ფრაიბურგთან“. მართლია, „მუსიკოსები“ გასავარდნ ზონაში რჩებიან, მაგრამ ცხადია, ეს გამარჯვება გუნდს მეტ მუხტს და მოტივაციას შემატებს.

„ვოლფსბურგი“ – „აინტრახტი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გერეირო (32), 0:2 ჰაკიმი (78)

„ფრაიბურგი“ – „ვერდერი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბიტენკურტი (19)

„პადერბორნი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:1 (1:1

გოლები: 0:1 სკოვი (4), 1:1 სრბერი (9)

„გლადბახი“ – „ლევერკუზენი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჰავერცი (7), 1:1 ტურამი (52), 1:2 ჰავერცი (58, პენ), 1:3 ბენდერი (81)

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 5:2 (2:0)

გოლები: 1:0 გორეცკა (17), 2:0 მიულერი (41), 3:0 ლევანდოვსკი (46), 3:1 ჰინტერეგერი (52), 3:2 ჰინტერეგერი (55), 4:2 დევისი (61), 5:2 ჰინტერეგერი (74, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
0.144714