ფეხბურთი

1:38 | 23.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბერლინური დერბი "ჰერტას" კარნახით

გერმანიის ბუნდესლიგის XXVII ტური ბერლინში დერბით გაიხსნა. „ოლიმპიაშტადიონზე“ „ჰერტამ“ „უნიონს“ უმასპინძლა, უმაყურებლოდ, ცარიელი ტრიბუნების ფონზე, მაგრამ ამის გარეშეც შეძლო პრინციპული დაპირისპირების მოგება.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, „უნიონმა“ მოახერხა „ჰერტასთვის“ სათანადო კონკურენციის გაწევა, მაგრამ თამაში 90 წუთი გრძელდება.

ნაანტრაქტევს მოედანზე ერთადერთი გუნდი იყო - „ჰერტა“. მასპინძლებმა პრაქტიკულად ორ წუთში გააქრეს ყველა კითხვის ნიშანი. ჯერ ვედად იბიშევიჩმა იხეირა, მერე ლუკებაკიომ. დარჩენილ დროში მასპინძლებმა შედეგი გააორმაგეს და ბერლინური დერბი 4:0 მოიგეს.

„ჰერტამ“ 34 ქულა დააგროვა და ათეულში შეაბიჯა, ხოლო „უნიონს“ 30 ქულა დარჩა და თავს ისევ მშვიდად გრძნობს, რადგან გასავარდნ ზონას 12 ქულითაა დაცილებული.

„ჰერტა“ – „უნიონი“ 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (51), 2:0 ლუკებაკიო (52), 3:0 კუნია (61), 4:0 ბოიატა (77)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10981