ფეხბურთი

0:44 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

11 მარტის შემდეგ პირველად - "საბურთალომ" ვარჯიში განაახლა

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა „საბურთალომ“ საწვრთნელი პროცესი განაახლა. როგორც დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელები რამდენიმე მცირე ჯგუფებად დაიყვნენ და ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

საწვრთნელი პროცესი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების დაცვით წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ ორთვენახევრიანი იძულებით პაუზა დასრულდა და „საბურთალომ“ 11 მარტის შემდეგ პირველად ივარჯიშა.

თეგებისაბურთალო
0.128268