ფეხბურთი

23:24 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთას შოუ - 5 გოლი ერთ მატჩში (+VIDEO)

ზუსტად 24 წლის წინ, 1996 წლის 19 მაისს, შოთა არველაძემ თურქეთის ჩემპიონატში პენტა-თრიკი შეასრულა, როდესაც „ტრაბზონსფორის“ მაისურით სეზონის ბოლო ტურში „ეშკიშეჰირსფორს“ 5 გოლი გაუტანა.

ქართველმა მეტოქის 5-ჯერ დამწუხრება ერთ ტაიმში, კერძოდ ნაანტრაქტევს მოახერხა. 47-ე, 50-ე, 68-8, 70-ე და 75-ე წუთებზე შოთამ ნამდვილი შოუ მოაწყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მესამე გოლი გამოდგა, როდესაც თავზე ბურთის კენწვლით მოახერხა მცველის გაბითურება.

1995-1996 წლების სეზონი არველაძის კარიერაში ძალზე წარმატებული და შედეგიანი გამოდგა. თურქეთის სუპერლიგის 34 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.119359