ფეხბურთი

0:56 | 19.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" სეზონი დიდებულად განაახლა, "ვერდერი" კატასტროფის ზღვარზეა

გერმანიის ბუნდესლიგის სამ დღეზე გაწერილი XXVI ტური ბრემენში დასრულდა, სადაც „ვერდერმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

„ლაიფციგის“ წაფორხილების შემდეგ პეტერ ბოშის გუნდს ჩინებული შანსი ჰქონდა კონკურენტთან ჩამორჩენა მინიმუმადე შეემცირება და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ერთადერთ ქულამდე მისულიყო.

თანაც, სეზონის განახლება კარგ ხასიათზე დამატებითი მოტივაცია იყო, „ვეზერ შტადიონზე“, რომლის ბინადარი „ვერდერი“ ბოლო წლებში ალბათ გამორჩეულად ცუდ სეზონს ატარებს.

„მუსიკოსებმა“ „ფარმაცევტებს“ წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, მაგრამ შესვენების შემდეგ „ლევერკუზენის“ უპირატესობა აშკარა იყო - 1:4.

შედეგად, „ბაიერმა“ 50 ქულას მოუყარა თავი, მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის სონაას ერთი ქულა აშორებს. „ვერდერი“? ბრემენელთა ვითარება ძალიან მძიმეა, 18 ქულა აქვს, ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა და სამშვიდობოს 9 ქულა აშორებს.

„ვერდერი“ – „ლევერკუზენი“ 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ჰავერცი (28), 1:1 გებრე სელასიე (30), 1:2 ჰავერცი (33), 1:3 ვეიზერი (61), 1:4 დემირბაი (78)

თეგებიბუნდესლიგა
0.114244