ფეხბურთი

1:23 | 18.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არ მჯერა, რომ 3 მმ-ის პატარა ნივთმა ასეთი ტკივილი იცის" - დელ პიერო საავადმყოფოში აღმოჩნდა

„იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო ლოს ანჯელესის საავადმყოფოში აღმოჩნდა. 45 წლის იტალიელი თირკმლის კოლიკმა შეაწუხა.

„ახლაც არ მჯერა თუ როგორ შეუძლია 3 მმ-ის პატარა ნივთს ასე ცუდად გაგხადოს“, - დაწერა სოციალურ ქსელში ალექსმა.

დელ პიერო ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სავარაუდოდ საავადმყოფოს უახლოეს ხანში დატოვებს. შეგახსენებთ, ლეგენდარული ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ ლოს ანჯელესში გადაბარგდა და „ანგელოზთა ქალაქში“ ბინადრობს.

0.113292