ფეხბურთი

23:25 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" კვლავ ფორმაშია

გერმანიაში საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა ისევ ხურდება და ორთვიანი იძულებითი, გაუთვალისწინებელი პაუზის შემდეგ XXVI ტური პრაქტიკულად ისტორიის კუთვნილება გახდა.

მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, ჯერ „კიოლნმა“ „მაინცს“ უმასპინძლა და პრაქტიკულად მოგებული თამაში ვერ მოიგო. „თხებმა“ კარგად დაიწყეს, ტაიმიც მოიგეს და ნაანტრაქტევს უპირატესობაც გააორმაგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. „მაინცი“ გასავარდნი ზონის ზღვარზეა და ახლა მისთვის ყველა ქულა ფასეულია. ფასეული იქნება დღეს მოპოვებული ქულაც, რადგან ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საპატიო ფრეს გამოჰკრა ხელი.

დღის მეორე თამაში კი ბერლინში შედგა, სადაც მიუნხენის „ბაიერნი“ „უნიონს“ ეწვია და როგორც მოსალოდნელი იყო ადვილად იმარჯვა. რობერტ ლევანდოვსკიმ ტაიმის მიწურულს პენალტით გახსნა ანგარიში და სეზონში მე-40 გოლი გაიტანა. პოლონელი უკვე მიჯრით მეხუთე სეზონია ხსენებულ ნიშნულს აღწევს, რაც დიდებული შედეგია. მატჩის მიწურულს კი, ბენჟამინ პავარმა თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, „ბაიერნმა“ „დორტმუნდთან“ 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, ხოლო „ლაიფციგს“ კიდევ უფრო გაასწრო (7 ქულა). ბუნდესლიგის პოსტკორონავირუსული ტური ორშაბათს, ბრემენში, „ვერდერისა“ და ლევერკუზენის „ბაიერის“ დაპირისპირებით დასრულდება.

„უნიონი“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (40, პენ), 0:2 პავარი (81)

„კიოლნი“ – „მაინცი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 უტი (6), 2:0 კაინცი (53), ავონი (61), 2:2 კუნდე (72)

თეგებიბუნდესლიგა
0.154358