ფეხბურთი

22:50 | 17.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტოვი" კვირკველიას 4 მილიონ ევროდ შეელევა

მოსკოვის „ლოკომოტივი“ სოლომონ კვირკველიას მინიმუმ 4 მილიონ ევროდ გაყიდის. Metaratings.ru-ს ინფორმაციით, კლუბი ქართველის იჯარით გასხვისებას გამორიცხავს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ დაინტერესებული გუნდი კონკრეტულ თანხას გადაიხდის.

წყაროს ცნობით, კვირკველიას ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა - 4 მილიონი ევრო, ხოლო მისი ხელფასი წელიწადში 1.8 მილიონი ევროა.

გარდა ამისა, Championat-მა გუშინ მოგეხსენებათ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველით „კრასნოდარი“, „როსტოვი“ და „როტორი“ არიან დაინტერესებული.

Metaratings.ru-ს ინფორმაციით კი, კვირკველიას აგენტი მამუკა ჯუღელი რუსეთის პირველი ლიგის (პრემიერლიგაში გადასავლელად იბრძვის) „როტორთან“ მუშაობს, „კრასნოდარის“ ინტერესი შესაძლოა რეალური იყოს, ხოლო „როსტოვი“ „ლოკომოტივის“ ჩვენებური ლეგიონერით დაინტერესებული არაა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვრიდან თამაშობს და 106 მატჩში 4 გოლი გაიტანა. თითოჯერ რუსეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112295