ფეხბურთი

16:06 | 15.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არ იყიდება" - რუსულმა მედიამ "უფადან" ჯიმი ტაბიძე გამოარჩია

რუსულმა ვებგვერდმა Soccer.ru-მ პრემიერლიგის ყველა კლუბიდან თითო ლეგიონერი გამოარჩია, რომლებიც გუნდებმა არ უნდა გაყიდონ. „უფას“ რიგებიდან ჯემალ ტაბიძე შეიყვანეს და დაწერეს, რომ კლუბმა ქართველი არ უნდა გაასხვისოს.

„ერთი წლის წინ ამ როლში სილვესტრ იგბუნი იქნებოდა, მაგრამ ის „დინამოში“ გადავიდა, ასე რომ, ახლა მცველებისგან უნდა ავირჩიოთ. ნედალჩარუ და ტაბიძე ერთნაირი მოთამაშეები არიან, თუმცა ჯიმის აქვს გუნდურის ხმა და ხასიათი, რომელიც წინ არამართო თვითონ, არამედ თანაგუნდელებსაც უბიძგებს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ჯემალ ტაბიძემ სეზონის შეწყვეტამდე რუსეთის პრემიერლიგაში 18 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ორჯერ კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112076