კალათბურთი

13:52 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ში ახალი ბურთით ითამაშებენ

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2021-2022 წლების სეზონიდან ახალი ბურთით ითამაშებენ. ლიგის ვებგვერდის ცნობით, Spalding-თან 37-წლიანი ურთიერთობა სრულდება და ამიერიდან კალათბურთელები Wilson-ის ბურთით ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ ბურთი შეინარჩუნებს ფორმას და სათამაშო სპეციფიკას და კომპანია არამარტო NBA-ს, არამედ კოლეჯებს, ქალთა NBA-ს, აფრიკა ლიგასაც მოამარაგებს.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ Wilson-ის ბურთებით NBA-ში 1946-1983 წლებში თამაშობდნენ და შემდეგ სწორედ Spalding-მა ჩაანაცვლა.

თეგებიNBA
0.103786