ფეხბურთი

12:19 | 14.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "დელ პიერო და ტოტი იმას აკეთებდნენ, რასაც ვეტყოდი"

იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და 2006 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი ფაბიო კანავარო ინსტაგრამში მიჩელ სალგადოს ესაუბრა. "რეალის" ექსმცველმა ფაბიოს აზრი ფრანჩესკო ტოტის, ალესანდრო დელ პიეროსა და ზოგადად, ტრიუმფალური 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ჰკითხა.

კანავაროს განცხადებით, ჩემპიონობის მთავარი გასაღები მარჩელო ლიპი იყო, რომელმაც გუნდში იდეალური ატმოსფერო შექმნა.

"დელ პიერო და ტოტი? ისინი იმას აკეთებდნენ, რასაც მე ვეუბნებოდი... ხუმრობის გარეშე, ვფიქრობ, რომ ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები მარჩელო ლიპი იყო. ძალიან ძლიერი მწვრთნელია, მან ჩამოაყალიბა შესანიშნავი ატმოსფერო გასახდელში, მუშაობის კულტურა. გარდა ამისა, ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, როგორებიც ძამბროტა და გროსო იყვნენ, არ ჩერდებოდნენ, პირლო მოედნის ცენტრში, საბედნიეროდ იყვნენ პეროტა და კამორანეზიც, რომლებიც გაუთავებლად დარბოდნენ და ტექნიკურებიც იყვნენ", - განაცხადა კანავარომ.

0.113067