თამაშგარე

12:05 | 13.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლინდსი ვონი გამოჩნდა

ქალ სამთომოთხილამურეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი ლინდსი ვონია, რომელმაც სახელი ყინულზე ჩაუქად სრიალის გარდა თამამი ფოტოსესიებითაც გაითქვა და სწორედ ამიტომაც, ყველას დიდი ინტერესი კლავდა გაეგო, თუ სად იმყოფებოდა ეს გოგო ბოლო თვეების განმავლობაში.

ბოლოს და ბოლოს ლინდსი ვონიც გამოვიდა ხაზზე და როგორც ამერიკელ ჟურნალისტებს გაუმხილა, უკანასკნელ დროს მეგობართან ერთად ალიასკაზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი თავით არ ამხელს მეგობრის ვინაობას, ცხადია ამ გამოტყდომას შესაბამისი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა.

ჯერ კიდევ შარშან, ლინდსი ვონმა განაცხადა, რომ ოჯახის შექმნას და ახალი ცხოვრების დაწყებას ესწრაფვოდა. თუმცა, ამის შემდეგ რაიმე საკბილო ბულვარული მედიისთვის აღარ მიუცია. ახლა კი როდესაც დედამიწაზე კორონამ იმძლავრა, როგორც ჩანს “კარტების გახსნის“ ჟამმაც ჩამოჰკრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113375