ფეხბურთი

21:46 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია სათადარიგო სკამზე, ჩაკვეტაძე - რეზერვში: საბჭოთა კავშირის ნაკრები პარალელურ სამყაროში

ცნობილმა რუსულმა გამოცემა Sport-express-მა საბჭოთა კავშირის ნაკრების სიმბოლური ნაკრები შეადგინა მოქმედი ფეხბურთელებისგან. აღნიშნული ვებგვერდის აზრით, დღეს საბჭოთა კავშირი რომ არსებობდეს, 23-კაციან შემადგენლობაში 11 რუსი, 8 უკრაინელი, 1 სომეხი, 1 უზბეკი, 1 ბელარუსი და 1 ქართველი ფეხბურთელი მოხვდებოდნენ.

ეს ერთადერთი ქართველი სოლომონ კვირკველიაა, ისიც მხოლოდ სათადარიგოებს შორის. დაცვის ცენტრში „სპარტაკის“ მცველი გიორგი ჯიქიაა, მაგრამ ცხადია რუსეთის სახელით, რა გასაკვირია - რუსეთის ნაკრებში ირჯება.

ნახევარმცველთა სარეზერვო გუნდში მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე (ტურნირის დაწყებამდე ვინმეს ტრავმა რომ მიეღო, შემცვლელად მოიაზრებდნენ...). ესაა და ეს, სხვა მხრივ, რუსული მედიის ვერსიით, საბჭოთა კავშირის დღევანდელ ნაკრებში მეტი ქართველი ვერ მოხვდებოდა.

„წარმოგიდგენთ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობას ევრო 2020-ზე რომ თამაშობდეს. კრიტერიუმი დაცულია, 23 ფეხბურთელი განაცხადში და მათ შორის სამი მეკარე, როგორც დიდი ტურნირების დებულება მოითხოვს“, - წერს Sport-express-ი.

ძირითადი შემადგენლობა:

ლუნინი (უკრაინა), მარიო ფერნანდესი (რუსეთი), ჯიქია (რუსეთი), რაკიცკი (უკრაინა), ჟირკოვი (რუსეთი), გოლოვინი (რუსეთი), სტეპანენკო (უკრაინა), ზინჩენკო (უკრაინა), მხითარიანი (სომხეთი), ძიუბა (რუსეთი), ჩერიშევი (რუსეთი).

სათადარიგო შემადგენლობა:

გილერმე (რუსეთი), პიატოვი (უკრაინა), კარავაევი (რუსეთი), კვირკველია (საქართველო), მარტინოვიჩი (ბელარუსი), მიკოლენკო (უკრაინა), ზობნინი (რუსეთი), ალ. მირანჩუკი (რუსეთი), ციგანკოვი (უკრაინა), იარმოლენკო (უკრაინა), სმოლოვი (რუსეთი), შომუროდოვი (უზბეკეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115348