ფეხბურთი

22:20 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი: "კიელინის წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთული იყო"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი კრისტიან ვიერისთან ინსტაგრამში ჯორჯო კიელინისა და მარიო ბალოტელის თემას გამოეხმაურა.

კიელინიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ ბალოტელი ცუდი ადამიანია, რაზეც მარიოს პასუხმაც არ დააყოვნა - კაცურად არ მოიქეციო.

ვიერიმ ტონის ამ საკითხზე აზრის დაფიქსირება სთხოვა:

„თუ მისთვის პირდაპირ არაფერი უთქვამს, წიგნში ამის დაწერა ლამაზი არაა. კარგი იქნებოდა თუ დაურეკავდნენ ერთმანეთს და ყველაფერს გაარკვევენ. კიელინიც შეცდა და მარიოც, შეიძლებოდა ყველაფერი ერთმანეთში მოეგვარებინათ. შესაძლოა კიელომ ჩვენზეც თქვა რაღაც (იცინის - რედ).

ჯორჯო შესანიშნავია. მის წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად მიჭირდა, თამაშის წესს არღვევდა, მაგრამ ძირს თავად ეცემოდა და მსაჯიც ჯარიმას მის სასარგებლოდ ნიშნავდა (იცინის - რედ). ბოლო ნამდვილი მებრძოლი მცველი, ძალიან რთული იყო მასთან თამაში. ახლა შესანიშნავი იქნება სეზონის განახლება და „იუვე“ – „ბრეშას“ თამაში, კიელინი და ბალოტელი მოედანზე რომ ვნახოთ“, - თქვა ტონიმ.

შეგახსენებთ, ლუკა ტონი და ჯორჯო კიელინი იტალიის ნაკრებსა და „იუვენტუსში“ თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113119