ფეხბურთი

21:46 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" სენსის გამოისყიდის

მილანის „ინტერი“ „სასუოლოდან“ სტეფანო სენსის გამოისყიდის. ინფორმაცია „სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ანდრეა კარნევალიმ დაადასტურა.

„სენსის „ინტერი“ გამოისყიდის, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. კორონავირუსის გამო შესაძლოა სატრანსფერო ღირებულება დაეცეს, მაგრამ არა ჩვენი ფეხბურთელების, ძვირფასი მაღაზია არ ვართ“, - თქვა კარნევალიმ.

შეგახსენებთ, სტეფანო სენსი „ინტერში“ გასულ ზაფხულს „სასუოლოდან“ იჯარით გადავიდა და მისი გამოსყიდვა „ნერაძურის“ 25 მილიონ ევროდ მოუწევს. იტალიელმა ნახევარმცველმა მილანურ გრანდში 17 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.160448