ფეხბურთი

17:51 | 10.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა: "არაფერია გადაწყვეტილი, საერთოდ არაფერი!"

უეფამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე 7 აგვისტოს უნდა გაიმართოს.

გუშინ ფრანგული გუნდის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ შეხვედრის თარიღი, 7 აგვისტო დადასტურებული იყო.

თუმცა, დღეს გერმანულ მედიაში უეფას წარმომადგენელის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც ინფორმაცია არ დაადასტურა: „არაფერია გადაწყვეტილი, საერთოდ არაფერი“.

აღნიშნული განცხადებიდან ჩანს, რომ არამარტო "იუვენტუსი" - "ლიონის", არამედ მთლიანად ევროსეზონის ბედი ჯერჯერობით გარკვეული არაა.

0.146127