კალათბურთი

20:37 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ბასკონიაში" დარჩენა უნდა

თორნიკე შენგელიას ესპანურ „ბასკონიაში“ დარჩენა უნდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Crosarka ავრცელებს.

როგორც მცირე წერილშია ნათქვამი, თორნიკეს ბასკეთში დარჩენა უნდა და იმედოვნებს, რომ კლუბთან ხელფასისა და ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს მოახერხებს.

მოგეხსენებთ, შენგელიას ბოლო დროს მადრიდის „რეალსა“ და „ოლიმპია მილანოს“ აქტიურად უკავშირებენ. ჩვენებური „ბასკონიას“ საკუთრებაში 2022 წლამდეა.

აქვე გეტყვით, რომ ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონში თორნიკე შენგელია საშუალოდ 30:24 წუთში 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.9 პასს, 1 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას აგროვებდა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18.5-ს უტოლდებოდა, რაც შეეხება ლიგა ენდესას, 23 მატჩში მისი მონაგარი საშუალოდ 32:55 წუთში 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა და 2.7 პასი (19.6 მარგი ქმედების კოეფიციენტი) იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110451