ფეხბურთი

10:21 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის შესანიშნავი და გადამწყვეტი გოლი "უდინეზესთან" (+VIDEO)

შოთა არველაძეს უეფას თასზე ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი 1997-1998 წლების სეზონში ედგა, როდესაც „აიაქსის“ ღირსებას იცავდა და ნიდერლანდური გუნდი 1/4 ფინალამდე მივიდა. თვითონ კი 7 გოლი გაიტანა და გუნდის წარმატებას დიდწილად განაპირობებდა.

მეორე წრეში „აიაქსი“ „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და 21 ოქტომბერს, ამსტერდამში დანის კინკილა გოლით 1:0 აჯობა. საპასუხო შეხვედრა კი უდინეში 4 ნოემბერს გაიმართა და იტალიელები ძალიან ახლოს იყვნენ მომდევნო ეტაპის საგზურთან. პაოლო პოჯისა და ოლივერ ბირჰოფის გოლებით უდინელები მშრალად იგებდნენ.

მაგრამ, „უდინეზეს“ მესამე ეტაპის საგზური ხელიდან შოთამ გამოგლიჯა, რომელმაც საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე იტალიელთა კარში დიდებული გოლი გაიტანა. მცველებს მოხდენილად გვერდი აუარა და მეტოქის კარი დალაშქრა. საბოლოოდ, „აიაქსმა“ 1:2 წააგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (1:0, 1:2) სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129289