ფეხბურთი

11:48 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ის ჩემთვის დიდი სტიმული იყო" - დელ პიერომ შთაგონების წყარო დაასახელა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ ბრაზილიელ რონალდოს უთხრა, რომ მისი სტიმული იყო. იტალიელი ბრაზილიელს ინსტაგრამში გაესაუბრა.

„როდესაც „ინტერთან“ კონტრაქტი გააფორმე, ვთქვი: „ბარსელონაში“ გიჟები არიან, როგორ მისცეს წასვლის უფლება“. თან უკმაყოფილოც ვიყავი, რადგან სწორედ „ინტერმა“ წაგიყვანა და შენს წინააღმდეგ უნდა მეთამაშა.

იტალიაში შენმა გადმოსვლამ კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა, ვვარჯიშობდი, რომ უფრო ძლიერი გავმხდარიყავი. შენ თუ ერთ გოლს გაიტანდი, ვცდილობდი მე ორი გამეტანა, ყოველი შენი გოლი ჩემთვის შთაგონება იყო... ფანტასტიკური წლები იყო, კარგის და ცუდის გამოც, რადგან ყველაფერი ხდებოდა. გვქონდა ტრავმები, რომლებმაც ჩვენი კარიერა შეცვალა“, - განაცხადა დელ პიერომ.

0.120365