ფეხბურთი

1:24 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ტოტისთან პრობლემა არ მქონია, ვთხოვე, რომ ნაკლებად რომაელი ყოფილიყო"

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ფრანჩესკო ტოტისთან კონფლიქტი და გაუგებრობა არასდროს ჰქონია.

„ტოტისთან პრობლემა არასდროს მქონია, ჩვენი დაპირისპირების შესახებ ლეგენდები იყო. ერთხელ „იუვენტუსთან“ შევცვალე და მორჩა. მას ვთხოვე, ნაკლებად რომაელი ყოფილიყო, მის თვისებებში ეჭვი არასდროს შემიტანია“, - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, ფაბიო კაპელო „რომაში“ ტოტისთან ერთად 1999-2004 წლებში მუშაობდა და გუნდს 2001 წელს სკუდეტო მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112287