ფეხბურთი

16:20 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია კვიპროსში საუკეთესოა (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატში გამორჩეულია.

ჩვენებურმა 11-ჯერ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა, რაც საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, გიორგი Instat-ის სტატისტიკური მონაცემებითაც ლიდერია და კვალში აეკ-ის მეკარე ტონიო და „აპოელის“ კარის დარაჯი ბელეკი უდგანან.

შეგახსენებთ, ლორია „ანორთოსისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა კვიპროსის ჩემპიონატში 21 თამაში ჩაატარა.

0.115156