ფეხბურთი

10:25 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი გამარჯვება უნგრეთთან (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილი დაიკავა. რვიდან სამი თამაში მოიგო, ერთხელ ფრესაც გამოჰკრა ხელი და 10 ქულა მე-3 პოზიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მხოლოდ იტალიას და რუმინეთს ჩამოვრჩით, ხოლო უნგრეთსა და ლიტვას გავუსწარით. „ჯვაროსნებმა“ იმ შესარჩევ ციკლში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება უნგრეთთან მოიპოვეს, თბილისში, 2001 წლის 1 სექტემბერს.

ამ მატჩამდე სამი თვით ადრე ბუდაპეშტში მასპინძლებმა ძალიან ადვილად (1:4) გვაჯობეს, მაგრამ „მიხეილ მესხზე“ სრულფასოვანი რევანში ავიღეთ. 32-ე წუთზე შოთა არველაძის გატანილი გოლი პირველივე ტაიმში იანოშ მატიუშმა გაქვითა. ნაანტრაქტევს კი ქართველებმა ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე. ჯერ გოჩა ჯამარაულმა იხეირა, ხოლო საბოლოო ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა დააფიქსირა - 3:1.

საქართველო - უნგრეთი 3:1

საქართველო: გვარამაძე, კობიაშვილი, ხიზანიშვილი, რეხვიაშვილი, კალაძე, ცქიტიშვილი (საჯაია 73), ნემსაძე, ყაველაშვილი (იაშვილი 46), ჯამარაული, ქინქლაძე, არველაძე (დემეტრაძე 62)

უნგრეთი: კირალი, კორსოში, პეტო, მატიუში, შებოკი, ჰალმაი (დარდაი 59), კაბატი, ლინტეში, ჰორვატი (ტოკოლი 62), ილეში (ლენდვაი 66), კორსოში

გოლები: 1:0 არველაძე (34), 1:1 მატიუში (42), 2:1 ჯამარაული (53), 3:1 იაშვილი (64)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112965