ფეხბურთი

10:22 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ბენეფისი ევროპაში: შოთა არველაძის ჰეთ-თრიქი უეფას თასზე (+VIDEO)

ევროპა ლიგის/უეფას თასის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა სიას შვედი ჰენრიკ ლარსონი ლიდერობს, რომელმაც 56 მატჩში 40 გოლის გატანა შეძლო.

ჩამონათვალს კარგად თუ ჩავხედავთ, საპატიო მე-6 ადგილზე შოთა არველაძესაც აღმოვაჩენთ, რომელმაც რანგით მეორე ევროტურნირზე 45 თამაშში თავი 27-ჯერ გამოიჩინა (საშუალოდ მატჩში 0.60 გოლი).

არველაძისთვის უეფას თასზე ერთ-ერთი გამორჩეული 1997-1998 წლების სეზონი იყო, როდესაც "აიაქსის" რიგებში 7 გოლი გაიტანა (იგივე შედეგი დააფიქსირა 2006-2007 წლების სეზონში „ალკმაარის“ მაისურით) და ჰეთ-თრიქიც შეასრულა.

1997 წლის 30 სექტემბერს, „აიაქსი“ პირველ წრეში სლოვენიურ „მარიბორს“ დაუპირისპირდა და სტუმრად 1:1 ითამაშა, ამსტერდამში კი 9:1 გააცამტვერა, ქართველმა თავის სამჯერ გამოიჩინა. შოთამ ანგარიში 26-ე წამზე გახსნა, 26-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 79-ე წუთზე ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

„აიაქსი“ იმ სეზონში მეოთხედიფნალამდე მივიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში მოსკოვის „სპარტაკთან“ 1:4 წააგო და ის ერთადერთი გოლიც რუსულ გუნდს არველაძემ გაუტანა.

0.112947