ფეხბურთი

22:34 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონტრაქტი პირბადით

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

ეს ცნობა „რეკორდმაისტერმა“ ჯერ კიდევ 3 აპრილს დაადასტურა, მაგრამ დღეს კონტრაქტზე ხელი ოფიციალურად მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ფლიკი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, ოლივერ კანი და კარ-ჰაინც რუმენიგე პირბადეებით იყვნენ. კონტრაქტი პირბადით - ესეც თავისებური ისტორიაა...

0.152287