ფეხბურთი

18:11 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მეკარემ, რომლის შეძენა იანვარში მოურინიოს უნდოდა, კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა

ინგლისის ლიგა 1-ის ბინადარ „საუთჰენდის“ 24 წლის მეკარემ ტედ სმითმა კარიერა დაასრულა. ამ ამბავში გამოსარჩევი ისაა, რო იანვრის სატრანსფერო პერიოდში ძალიან ახლოს იყო ლონდონის „ტოტენჰემში“ გადასვლასთან და ტრანსფერს თვით ჟოზე მოურინიო პირადად კურირებდა. თუმცა საბოლოოდ გარიგება არ შედგა.

სმითის კარიერის დასრულების მიზეზი ტრავმები ან სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები არ ყოფილა. ინგლისელმა უბრალოდ ფეხბურთისადმი ლტოვლა დაკარგა.

„თამაშით სიამოვნება უნდა მიიღო, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ ვახერხებდი. თამაშის მეშინოდა, მატჩების შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარებს მუდმივად ვკითხულობდი თუ და ორ-სამ უარყოფით კომენტარს ვნახავდი, ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა“, - განაცხადა სმითმა.

აქვე გეტყვით, რომ ტედ სმითს ინგლისის 18, 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

თეგებიტედ სმითი
0.157413