ფეხბურთი

22:51 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ალბათ ეს არასდროს მოხდება, მაგრამ მასთან თამაში მინდა" - ბალოტელიმ არჩევანი გააკეთა

„ბრეშას“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ლიონელ მესისთან ერთად თამაში უნდა. ამის შესახებ იტალიელმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

ბალოტელის ესმის, რომ ეს რთულად ასახდენელი ოცნებაა, მაგრამ სურვილს არ უარყოფს.

„ლეოსთან ერთად თამაში მინდა. ალბათ ეს არასდროს მოხდება, მაგრამ ყველას უნდა მესისთან თამაში. არ ვარ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაშის წინააღმდეგი, რადგან ფენომენია, თუმცა მესი მირჩევნია“, - განაცხადა ბალოტელიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114559