ფეხბურთი

21:10 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ონანა: "მადლობა "აიაქსს", მაგრამ ნაბიჯი წინ უნდა გადავდგა"

ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარემ ანდრე ონანამ განაცხადა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს. 24 წლის კამერუნელმა ინფორმაცია თავად დაადასტურა, თუმცა ჯერ არ იცის სად გააგრძელებს კარიერას.

„აიაქსში“ ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი კლუბს. აქ 5 საოცარი წელი გავატარე, მაგრამ ახლა ნაბიჯის წინ გადადგმის დროა. ჯერ არ ვიცი რა მოხდება, თუმცა ჩემი ამბიცია ნათელია“, - თქვა ონანამ.

ონანა „აიაქსის“ მთავარ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს და 178 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კამერუნელს „ჩელსის“, „ბარსელონასა“ და „აიაქსს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132391