ფეხბურთი

10:37 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ყაველაშვილის დებიუტი "მანჩესტერ სიტიში" და გოლი მანჩესტერულ დერბიში (+VIDEO)

1995-1996 წლების სეზონში „მანჩესტერ სიტიში“ გიორგი ქინქლაძე ბრწყინავდა და მისი გენიალური თამაში „ქალაქელთა“ ბანაკის მხარდამჭერებს დღემდე კარგად ახსოვთ.

სწორედ იმ სეზონში, 1996 წლის 6 აპრილს, „მეინ როუდზე“ „სიტიმ“ თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და პრემიერლიგაში დასარჩენად ქულები ჰაერივით სჭირდებოდა.

„მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში „წითელ ეშმაკებთან“ გიორგი ქინქლაძემ შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა. ამ უკანასკნელს იმ დღეს „ქალაქელთა“ შემადგენლობაში საერთოდაც დებიუტი ჰქონდა და უკეთეს დასაწყისს ვერც ინატრებდა.

ერიკ კანტონას მე-6 წუთზე გატანილი პენალტი სწორედ ყაველაშვილმა ტაიმის ბოლოს, 39-ე წუთზე ნაილ ქუინის პასით გაქვითა. დებიუტი და გოლი დერბიში, მართლაც ჩინებულად ჟღერს. ნაანტარქტევს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პეტერ შმეიხელმა გატანა არ დაანება. საბოლოოდ, ის თამაში „სიტიმ“ 2:3 წააგო და არც ყაველაშვილის კარიერა აეწყო მანჩესტერში, სადაც უკვე 1996-1997 წლებისს სეზონში ჩემპიონშიფში 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა და შემდეგ ციურიხის „გრასჰოპერში“ გადავიდა, სადაც გამორჩეული ფიგურა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112897