ფეხბურთი

15:11 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა: "კონტე "რეალში" ერთ სეზონსაც ვერ ჩაამთავრებდა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ბრაზილო-ესპანელმა ფორვარდმა დიეგო კოშტამ ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა. კოშტა ფიქრობს, რომ კონტე კარგი მწვრთნელია, მაგრამ ტოპ დონეზე არ იმყოფება.

„იმისთვის, რომ ტოპ მწვრთნელი იყოს, თავისი ადამიანური მხარე და მუშაობის სტილი უნდა შეიცვალოს. ძალიან ფრთხილი და დაცვითია. მაგალითად, „რეალში“ ერთ სეზონსაც არ ამუშავებდნენ.

პრობლემები გვქონდა მოედანს მიღმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი მწვრთნელია, მასთან მძიმე მოგონებები არ მაკავშირებს“, - თქვა დიეგო კოშტამ.

შეგახსენებთ, დიეგო კოშტამ „ჩელსი“ სწორედ ანტონიო კონტესთან კონფლიქტის გამო დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113447