ფეხბურთი

11:20 | 26.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რეტრო თამაში: ღირსეული ქულა დანიასთან (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარსულიდან კიდევ ერთ დასამახსოვრებელ მატჩს გავიხსენებთ, რომელიც 2004 წლის 17 ნოემბერს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ დანიის ნაკრებთან გამართა.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის წინ ალან ჟირესის გუნდს 4 ქულა ჰქონდა (ფრე თურქეთთან, მოგება ალბანეთთან და მარცხი უკრაინასთან).

სკანდინავიელებთან კი ორჯერ ვაგებდით, მაგრამ ორჯერვე შევძელით გათანაბრება. მეშვიდე წუთზე „მილანის“ თავდამსხმელმა იონ-დალ ტომასონმა გაიტანა, რასაც ტაიმის მიწურულს გიორგი დემეტრაძემ უპასუხა. მეორე ნახევრის შუაში ტომასონმა დუბლი გაიფორმა, მაგრამ ჟირესის შეგირდები დანებებას არ აპირებდნენ. 76-ე წუთზე მალხაზ ასათიანმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ულამაზესი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო - დანია 2:2 (1:1)

თბილისი, „მიხეილ მესხი“, 24 500 მაყურებელი

საქართველო: დევაძე, მჟავანაძე, ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე, ცქიტიშვილი, ჯიქია (კვირკველია 73), ასათიანი, კობიაშვილი, დემეტრაძე, იაშვილი (არველაძე 73)

დანია: სორენსენი, პრისკე, ლუსტიუ, კროულდრუპი, იენსენი, პოულსენი, გრავესენი, იენსენი (სკუბო 88), იორგენსენი (ლოვენკრანდსი 89), ტომასონი, პერესი (რომედალი 46)

გოლები: 0:1 ტომასონი (7), 1:1 დემეტრაძე (33), 1:2 ტომასონი (64), 2:2 ასათიანი (76)

0.137664