ფეხბურთი

11:19 | 25.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში კარიერის არგენტინულ გუნდში დასრულებაზე ოცნებობს

„სან პაულუს“ მცველი დანი ალვეში „ბოკა ხუნიორსშ“ კარიერის დასრულებაზე ოცნებობს. ბრაზილიელის განცხადებით, არგენტინული გუნდი ძალიან უყვარს.

„ბოკაში“ კარიერის დასრულება ცუდი არ იქნებოდა. იცით, რომ სიყვარული, რომელიც „ბოკას“ მიმართ მაქვს, მხოლოდ ცარიელი სიტყვები არაა. არ ვამბობ ამას ხალხის მოტყუების მიზნით ან იმიტომ, რომ დიდ გუნდზე ვსაუბრობთ. ამ გუნდს ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები მოჰქონდა. როდესაც ფეხბურთს უყურებ, არის სიტუაციები, რომელშიც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახერხებ“, - თქვა დანი ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს სხვადასხვა დროს „სევილიაში“, „ბარსელონაში“, „იუვენტუსსა“ და პსჟ-ში უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117603