ფეხბურთი

0:30 | 22.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" კოუტინიოს ტრანსფერთან ახლოსაა

ფელიპე კოუტინიო ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება და დიდი შანსია, რომ ზაფხულში ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი გახდება.

„არისტოკრატები“ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის საკუთრებაში ბრაზილიელი იმყოფება. კოუტინიო იჯარით ამჟამად „ბაიერნში“ ირიცხება, მაგრამ გერმანელებს მისი გამოსყიდვა არ უნდათ.

„ბარსა“ ფეხბურთელს 80-90 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ლონდონური მხარე იმედს არ კარგავს, ფასის დაკლებაზე ესპანელებს დაიყოლიებს.

შეგახსენებთ, რომ ფელიპე კოუტინიოს კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ინგლისში ედგა, როდესაც „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111393