ფეხბურთი

17:12 | 21.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

BBC-მ ქეცბაიას გოლის აღნიშვნა პრემიერლიგის დაუვიწყარ მომენტებში შეიყვანა (+VIDEO)

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი გოლის აღნიშვნები გაიხსენა. ვრცელ ჩამონათვალში, რომელშიც არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი შეიყვანეს, თემურ ქეცბაიაცაა.

ქართველმა ფორვარდმა „ნიუკასლ იუნაიტედის“ მაისურით „ბოლტონის“ კარში გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა და ბრიტანელებმა ეს ეპიზოდი გაიხსენეს:

„დაუვიწყარი გოლის აღნიშვნა არის ის, რითაც თემურ ქეცბაია ინგლისში ცნობილია. 1998 წლის იანვარში „ბოლტონთან“ მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვების გოლის შემდეგ ქართველმა მაისური გაიძრო და გულშემატკივრებში მოისროლა, ცდილობდა ბუცების გახდას, მაგრამ თანაგუნდელმა ფილიპ ალბერტმა შეაჩერა და სარეკლამო ბანერს ფეხს ურტყამდა. ალან შირერი იძულებული გახდა, რომ ქეცბაიას მაისური ქომაგებისგან დაებრუნებინა. ალბათ ეს არის ყველაზე გაბრაზებული გოლის ზეიმი“, - წერს გავლენიანი გამოცემა.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაია „ნიუკასლ იუნაიტედის“ ღირსებას 1997-2000 წლებში იცავდა და შემდეგ „ვულვერჰემპტონში“ გადავიდა.

0.131466