კალათბურთი

21:00 | 19.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

Bleacher report: "ინდიანაში" გოგა ბითაძის რეალური ძალა აინტერესებთ"

გავლენიანი გამოცემა Bleacher report-ი ვარაუდობს, რომ ზაფხულში გუნდს მაილს ტერნერი დატოვებს, რაც გოგა ბითაძეს სათამაშო დროს გაუზრდის.

ამერიკული მედიის ცნობით, „ინდიანაში“ სურთ იმის ნახვა, თუ რა შეუძლია ახალგაზრდა ქართველ ცენტრს.

„დომანტას საბონისის გუნდში ყოფნის პერიოდში მაილს ტერნერის მომავალი ეჭვქვეშაა მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი არც ისე დიდი ხნის წინ გაახანგრძლივა. გარდა ამისა, გუნდშია გოგა ბითაძე, რომელსაც 2019 წელს ბევრი დრო არ მისცემია, მაგრამ „ინდიანაში“ სავარაუდოდ სურთ, რომ ნახონ ის, რაც ბითაძეს შეუძლია“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გოგა ბითაძისთვის 2019-2020 წლების სეზონი NBA-ში სადებიუტოა. ქართველი ცენტრი „ინდიანაში“ სეზონის შეწყვეტამდე საშუალოდ 8.4 წუთში, 3.1 ქულას, 2 მოხსნას, 0.4 პასს, 0.1 ჩაჭრასა და 0.7 დაფარებას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118434