ფეხბურთი

12:10 | 18.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გრავინა: "ვისაც ჩემპიონატის გაუქმება უნდა, ფეხბურთი და იტალია არ უყვარს"

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა სეზონის გაგრძელების მომხრეა. მისი განცხადებით, ვინც სერია A-ს გაუქმებას ითხოვს, ფეხბურთი და იტალია არ უყვართ.

„ნათელია, რომ ვინც ჩემპიონატის შეწყვეტის ან გაუქმების მომხრეა, არ უყვარს ფეხბურთი და არ უყვარს იტალიელები, არც მომავლის სურვილი აქვს. ყველა ფეხბურთელი ტესტებზე შემოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ვარჯიშს. მინდა, რმო ყველა გუნდმა საკუთარ მოედანზე ითამაშოს, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი იქნება, ალტერნატიულ გადაწყვეტილებას ვიპოვით. ვიმედოვნებ, მოედანზე მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დავბრუნდებით“, - განაცხადა გრავინამ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გათამაშება 8 მარტს შეწყდა და სეზონის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109118