ფეხბურთი

10:56 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბორბას" საღამო "სან სიროზე" (+VIDEO)

ლეგენდარულ რივალდოს კარიერაში არაერთი დაუვიწყარი საღამო ჰქონია, მაგრამ ერთ-ერთი 2000 წლის 18 ოქტომბრით ნამდვილად თარიღდება.

„ბარსელონა“, რომელშიც იმხანად „ბორბა“ ირჯებოდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „სან სიროზე“ „მილანს“ ესტუმრა. ბრაზილიელმა იმ დღეს საკუთარი გუნდი პირადად იხსნა წაგებისგან და ფეერიულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

რივალდომ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, თანაც დუბლსაც ხომ გააჩნია, კრისტიან აბიატის ორი ჯარიმა გაუტანა, ისეთი მოხდენილები არჩევაც რომ გაჭირდება. ამის მიუხედავად, „ბარსას“ დემეტრიო ალბერტინიმ მოსვენება არ მისცა,რომელმაც ასევე დუბლი შეასრულა, ერთიც ხოსე მარიმ გაიტანა და ტაიმი იტალიელებმა 3:2 მოიგეს.

„ბარსა“ კი 68-ე წუთზე მარცხისგან რივალდომ იხსნა, რომელმაც ამჯერად თავით დალაშქრა მომავალი კლუბის კარი (2002 წელს რივალდო „ბარსელონადან“ სწორედ „მილანში“ გადავიდა) და საბოლოო ანგარიში, დააფიქსირა (3:3).

მართალია, იმ სეზონში „ბარსელონამ“ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, მაგრამ ბრაზილიელი ვარსკვლავის შოუ საფეხბურთო ლა სკალაში დღემდე კარგად ახსოვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118406