ფეხბურთი

19:21 | 13.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გალიანიმ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელთა "მილანში" ვერ გადაყვანას ყველაზე მეტად ნანობს

„მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ ორი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ყიდვა „როსონერის“ შეეძლო, მაგრამ უკან დაიხიეს. გალიანი ყველაზე მეტად ნანობს, რომ ალესანდრო დელ პიეროსა და კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში შეცდა.

„როდესაც „მილანში“ მივედით, კლუბს ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ უკვე არსებობდა მნიშვნელოვანი ბაზა. მაშინვე გულიტი და ვან ბასტები შევიძინეთ, ერთი წლის შემდეგ რაიკაარდი. ჩვენ უკვე კარგი დაცვა გვყავდა და ჩემპიონებით დაკომპლექტებული შემადგენლობა.

კაკა ყოველთვის დარჩება ჩემს გულში, ის მოგვიანებით „მილანშიც“ დაბრუნდა. შევჩენკო უზარმაზარი ფეხბურთელი იყო, თუმცა იგივეს თქმა შემიძლია რონალდინიოზე, ვეაზე, ბობანზე, სავიჩევიჩზე... ნამდვილად ბევრნი არიან.

ვინც ვერ ვიყიდეთ? ტევესი ჩვენთან უნდა გადმოსულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა. ბაჯოს ტრანსფერის განხორციელება კი, 5 წლით ადრე შეგვეძლო, ვიდრე ჩვენთან მოვიდოდა. ასევე შეგვეძლო დელ პიეროს ყიდვა, სანამ „იუვენტუსში“ წავიდოდა და ალესანდრო იმ ორ ფეხბურთელში შედის, რომელთა ვერყიდვას ყველაზე მეტად ვნანობ. „პადოვამ“ მასში 5 მილიარდი იტალიური ლირა (მაშინ იტალიაში ვალუტა ლირა გახლდათ - რედ) მოგვთხოვა, ის ძალიან ახალგაზრდა იყო და დარწმუნებული არ ვიყავით. იგივე ეხება კრიშტიანუ რონლდუსაც, 16 წლის იყო, როდესაც „სპორტინგმა“ 16-17 მილიარდი ლირა მოითხოვა. ასევე ჩვენს ინტერესის სფეროში ფრანჩესკო ტოტიც იყო, მაგრამ მას არასდროს სურდა „რომას“ დატოვება“, - განაცხადა გალიანიმ.

0.115377