ფეხბურთი

14:33 | 12.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალია - 2021 წლამდე უმაყურებლოდ?

იტალიაში მაყურებელთა თანდასწრებით მატჩების გამართვის აკრძალვას 2021 წლის იანვრამდე აპირებენ.

ამის შესახებ ტელეარხ beIN Sports-ის ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი საკუთარ ტვიტერზე, სახელისუფლო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იტალიის ჩემპიონატი შესაძლოა 2 მაისს განახლებულიყო, თუმცა, ყველა მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლიდა. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ სეზონის უფრო გვიან ვადებში განახლების რამდენიმე სხვა ვარიანტიც განიხილებოდა. უკიდურესი ვარიანტია, რომში, 45 დღის განმავლობაში, დარჩენილი 124 მატჩის გამართვა.

იტალიის 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონატი, კორონავირუსის გამო, 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115217