ფეხბურთი

11:24 | 11.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანე: "მანჩესტერში" გადავდიოდი, მაგრამ შემდეგ კლოპმა დამირეკა"

ინგლისური „ლივერპულის“ ნახევარმცველმა სადიო მანემ Times-თან საუბარში განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას აპირებდა. თუმცა, შემდეგ იურგენ კლოპის ზარმა ყველაფერი შეცვალა.

„თავიდან „მანჩესტერ იუნაიტედზე“ სერიოზულად ვფიქრობდი. ჩემთვის რთული პერიოდი იყო, ხშირად სათადარიგო სკამზე ვიჯექი, ამიტომ, დიდად არ ვფიქრობდი არჩევანზე. შემდეგ კი კლოპმა დამირეკა და ყველაფერი შეიცვალა“, - განაცხადა მანემ.

შეგახსენებთ, სენეგალელი „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობს და 161 მატჩში 77 გოლი აქვს გატანილი.

0.114465